ახალი ამბები
გორში თოიძისა და დავითაშვილის ქუჩებზე გზის სამუშაოები დათქმულ დროში არ დასრულდა
ალაქ გორში, თოიძისა და დავითაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები სექტემბრამდე არ დასრულდება. ამის თაობაზე, გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა კომპანია ,,იბოლიასთან" შეთანხმებას 26 ივლისს მიაღწია.

გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ასფალტის ახალი საფარი 5 აგვისტოსთვის დაგებული უკვე უნდა ყოფილიყო. სამუშაოები 2018 წლის 5 აპრილიდან დაიწყო.

2018 წლის 13 ივნისს, კომპანია ,,იბოლიას" დირექტორი გორის მერს სწერს, რომ თოიძის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი კოროზირებულია და გამოცვლას საჭიროებს.

მაჟორიტარ დეპუტატ მაკრახიძის კომპანიამ ,,თოიძე-დავითაშვილის ქუჩების გზების" სამუშაოების შეჩერების მიზეზად ეს გარემოება დაასახელა და პროექტის დასასრულებლად დამატებით ერთი თვის ვადა, 5 სექტემბრამდე ითხოვა. ,,იბოლიას" თხოვნა დააკმაყოფილეს და ჯარიმა არ დააკისრეს.


დოკუმენტები:

1. ,,იბოლიას" წერილი სასმელი წყლის დაზიანებული მილის შესახებ, ითხოვს ვადის გადაწევას



2. გორის მერის თანხმობა ხელშეკრულების ვადის გადაწევის შესახებ 2018 წლის 5 სექტემბრამდე


Print

სტატიის გამოყენების პირობები