ახალი ამბები
ხოვლის ტყეში მუხა და რცხილა უნებართვოდ მოჭრეს
კასპის რაიონის სოფელ დოესთან შეშით დატვირთული მიკროავტობუსის მძღოლი გააჩერეს, რომელსაც საშეშე მერქანი ხოვლის ტყიდან მოჰქონდა.

ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. ფოტოს მიხედვით, ავტომანქანა დაზიანებულია, ხოლო დახერხილი შეშა მიწაზეა გადმოყრილი.

რაც შეეხება მესამე მანქანას, ის, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის მძღოლის დასახმარებლად მივიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, მათმა თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს, რაზეც შესაბამისი ოქმი შედგა.

,,მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება. მოჭრილია 2,3 კბ.მ მუხის და 0,2 კბ.მ მოცულობის რცხილას საშეშე მერქანი" - გვითხრეს პრეს-სამსახურში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მანქანაც დალუქეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები