ახალი ამბები
ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარების დღეს ბიბილოვი მოსკოვში გაემგზავრება
დე-დაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ცხინვალის რეგიონში ამ დღეს უკვე მეათე წელია ზეიმობენ.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა,5-დღიანი ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. გარდა საზეიმო ღონისძიებებისა, გამშვებ პუნქტთან, ახალგორის რაიონში, მიმოსვლა შეწყდება.

10-წლის თავზე დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში არ იქნება. მას და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს პუტინი მოსკოვში შეხვდება.

,,სოვა ნიუსის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ანატოლი ბიბილოვს შორის სატელეფონო კავშირი უკვე შედგა. მოსკოვში პუტინთან დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ლიდერიც იქნება.

,,სოვა ნიუსი" ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამ პერიოდში კავკასიურ ტურნეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იწყებს. მერკელი 24 აგვისტოს თბილისს ეწვევა, ხოლო 26 აგვისტოს ბაქოში გაემგზავრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები