ახალი ამბები
ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც სტალინის მუზეუმს ყველაზე მეტად სტუმრობენ
2018 წლის პირველი იანვრიდან 1 აგვისტომდე სტალინის მუზეუმს 69 390 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან ტურისტი 64 454 იყო.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის ადმინისტრაციიდან აცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლიდან, უკვე მიმდინარეობს შეგროვება კონკრეტული ქვეყნებიდან ჩასული ტურისტების რაოდენობის შესახებ.

გამოიკვეთ ტოპ - 5 ქვეყანა, საიდანაც სტალინის მუზეუმს სტუმრობენ. 7 თვის მონაცემები ასე გამოიყურება:

1. ირანი - 13 285
2. რუსეთი - 12 207
3. ისრაელი - 3 733
4. პოლონეთი - 3720
5. გერმანია - 2 168


ამის შემდეგ, მოდის:

არაბეთის გაერთიანებული ემირატები (დუბაი) - 1741
კორეა - 1616
ინდოეთი - 1232.


რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, ამ მხრივ, მონაცემები ასეთია:

იტალია - 973
ჰოლანდია - 925
საფრანგეთი - 916
დიდი ბრიტანეთი - 773
ესპანეთი - 692
ნოერვეგია - 653




ტურიზმის განვითარების პერსპექტივა გორში

,,შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების არარსებობის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ტურისტი ღამისთევისა და კვების მიზნით თბილისში ბრუნდება. ამდენად, რეგიონი ვერ ახერხებს ტურისტული პოტენციალის სრულ რეალიზებას.“ - აღნიშნულია ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ რეკომენდაციებში, რომელიც გორის მერს მიმდინარე წელს გაუგზავნეს.

მომსახურე სფეროს დაბალ განვითარებაზე ყველა იმ ანგარიშშია მოცემული, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე, გორის მერიის დაკვეთით სხვადასხვა ორგანიზაციებმა მოამზადა. 

რეგიონში ტურისტულ და საკვებ ობიექტებში მომსახურე პერსონალის ხელფასი ქვეყნის მასშტაბით უმცირესია. მისი საშუალოთვიური მაჩვენებელი 2015 წელს მხოლოდ 117.3 ლარს შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამ კუთხით განვითარება არ შეინიშნება, მდგომარეობა უცვლელია.

სპეციალისტები თვლიან, რომ მომსახურების დაბალი დონე უარყოფითად აისახება ყველა სხვა დარგის განვითარების მაჩვენებლებზე. ამ გავლენისადმი განსაკუთრებით სენსიტიურია ტურიზმი და რეკრეაციული მიმართულებები.



იხ. ამავე თემაზე:

რატომ გარბის ტურისტი გორიდან?!
Print

სტატიის გამოყენების პირობები