ახალი ამბები
ხაშურში მცხოვრებ დევნილთა ბინებში ჭერი ჩამოინგრა
აშურში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილთა რამდენიმე ბინაში ჭერი დაზიანდა. ადგილობრივების ცნობით, ამის მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.

დევნილები ამბობენ, რომ საჭიროა მათ საცხოვრებელ ოთახებში იატაკების შეკეთებაც. ხაშურის ყოფილ საავადმყოფოს შენობაში ფრონეს ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი მოქალაქეებს დახმარებას პირდება. მისი განცხადებით, ჭერი და იატაკი უახლოეს მომავალში შეკეთდება.

სპარტაკ პეტრიაშვილთან ერთად, ხაშურში მისი მოადგილე ალექსანდრე ბეგიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სეირან დავითიძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები