ახალი ამბები
კასპში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობაზე ისაუბრეს
ასპში, გარემოს დამცველებთან გამართულ შეხვდრაზე, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომელიც ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით დაიწყო.

,,გარდა ამისა, შეხვედრა მდგრადი ნარჩენების მართვას და ნარჩენების მართვის კოდექსის მიზნებსა და ამოცანებს ეხებოდა." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

CENN - ის წარმომადგენელმა არჩილ ლეჟავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რატომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ, დასუფთავების მოსაკრებელი. იმის გამო, რომ მოსახლეობა მოსაკრებელს სრულად არ იხდის და ბიუჯეტის გეგმა არ სრულდება, დასუფთავების ხარჯებს სახელმწიფო სუბსიდირების გზით ფარავს, რის შედეგადაც დაფინანსება აკლდება განათლების, ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის სფეროებს.

ასევე საუბარი იყო მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ტარიფების დადგენის თანამედროვე პრინციპებზე. შევედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. შეხვედრები ამ კვირას დასრულდება. WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები