ახალი ამბები
კოდისწყაროში და ზემო ხანდაკში სკვერები მოეწყობა
ამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოდისწყაროში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში სკვერები გაკეთდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრტაციის ცნობით, მცირეკომლიან სოფელში ახალი სკვერი სოფლის ცენტრალურ ნაწილში იქნება, რომელსაც ასევე მემორიალური კედელი დაამშვენებს.

კასპის მერიამ ბიუჯეტიდან 11 300 ლარი გამოყო.

რაც შეეხება ზემო ხანდაკის სკვერს, აქ რეაბილიტაციისთვის 41 700 ლარი დაიხარჯება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები