ახალი ამბები
გორში ეკ. ჯუღაშვილის ქუჩაზე სასმელი წყალი ძველ სისტემაში კვლავ მიედინება
ორში ეკ. ჯუღაშვილის ქუჩაზე საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ს ტექნიკამ სასმელი წყლის მილსადენი დააზიანა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უკვე წერდა.

დაზიანებული მილიდან წყალმა შადრევანივით ამოხეთქა და ადგილობრივების თქმით წყლის მასა მთელ ქუჩაზე მიედინებოდა. მუშებმა მილის დაზიანებული ადგილები ხის ტოტებით დალუქეს. მეორე დღეს კი, მიწა მიაყარეს.

დღეს წყალი მიწის ზევით კვლავ ჟონავს. დაზიანებული კერები სხვაგანაც გამოჩნდა. სამუშაოები გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა დაათვალიერა. მან ისაუბრა ქალაქში კარგად დაგებული გზების შესახებ.

რა ბედი ეწევა მოძველებულ მილებს? ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ:

,,ეს წყლის მილი, წესით, გაუქმებული უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამ ქუჩაზე ახალი მილია გაყვანილი. აქ ხალხს ისევ ძველ მილებზე ჰქონია ონკანები მიერთებული. ეს ძველი რომ გავაუქმოთ, ზოგს წყალი აღარ ექნება. საბოლოოდ, ხაზს ალბათ მთლიანად გავაუქმებთ, დაკეტავთ თავიდან ბოლომდე" - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.

საგზაო სამშენებლო სამმართველოს თანამშრომლებმა კი, ჯერ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ისინი მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებით არიან დაკავებული. კერძოდ, მიწის ზედაპირს ამუშავენენ, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ, ასფალტს დააგებენ
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები