ახალი ამბები
მერკელი ოკუპაციაზე: ,,უსამართლობაა, რაც ხდება. პუტინმა იცის ჩემი პოზიცია"
ღეს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდება კონფლიქტის რეგიონში, უსამართლობაა და მისი პოზიციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა იცის.

“ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც მათ შორის ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. უსამართლობაა, რაც ხდება. პუტინმა იცის ჩემი პოზიცია, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ერთი კონტექსტია. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლიბა. არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას და ბევრი უნდა ვისაუბროთ ამაზე”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა საქართველოში სტუმრობისას, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მერკელის ვიზიტი 23-24 აგვისტოს გაგრძელდება. შემდეგ იგი ერევანსა და ბაქოს ეწვევა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print

სტატიის გამოყენების პირობები