ახალი ამბები
გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ,,დიას" დირექტორი ქარტიაში ,,თრიალეთს" უჩივიან
აქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ორი განცხადება ტელეკომპანია თრიალეთის წინააღმდეგ. პირველი განმცხადებელი მაია ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ  სიუჟეტში "საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული“ დაირღვა პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), ვინაიდან, მისი აზრით, ინფორმაცია არაზუსტი და დაუსაბუთებელია.

მისი თქმით, ამ სიუჟეტით "თრიალეთი" შეეცადა "რეგიონის მოსახლოებაში მითის შექმნას, თითქოს „დია“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინტერესებს ატარებს და სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები მუნიციპალიტეტს და ქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ტელევიზიასთან სწორედ ამიტომ, მაღალი თანამდებობის პირების, მერის და რეგიონის გუბერნატორის დავალებით გააფორმეს".

მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება ქარტიაში შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ ნოდარ მეტრეველმაც შეიტანა, მას პრეტენზია აქვს გორის პანთეონის შესახებ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც განმცხადებელიც ფიგურირებს. ისიც პირველ, მესამე და მეთერთმეტე მუხლებზე დავობს, რადგან მიაჩნია, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განხილავს
.

ფოტოზე: ნოდარ მეტრეველი
Print

სტატიის გამოყენების პირობები