ახალი ამბები
კასპის დეპუტატმა გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციისთვის ემზადება. მისი თქმით, დოკუმენტურ ფილმზე ბოლო თვეების განმავლობაში იმუშავა და პრემიერაც მალე შედგება.

„ფილმი დასრულებულია და ის ქართულ-გერმანულ ურთიერთობას ეხება. ეძღვნება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობას, რომელიც ჯერ კიდევ 200 წლის წინ დაიწყო. ასახავს იმ პერიოდს, როდესაც პირველი გერმანელები ჩამოვიდნენ საქართველოში." - აცხადებს დეპუტატი.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. მისი აზრით, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლა და საოკუპაციო ხაზთან მისვლა ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ნიშნავს. პარლამენტის წევრმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში ამ შინაარსის დოკუმენტურ ფილმს იხილავს, რომელიც ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირსა და დიპლომატიურ ურთიერთობას ეხება. დეპუტატი ამბობს, რომ ფილმზე რამდენიმეთვიანი მუშაობა მოუწია.

ირაკლი მეზურნიშვილი ამბობს, რომ ანგელა მერკელი არასოდეს მორიდებია რუსეთის მიმართ ღია განცხადებების გაკეთება:

ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, ეს არის ოკუპაციის თემა, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა ფორმატში. ამიტომ ანგელა მერკელის ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თვითონ ფაქტი კანცლერის ვიზიტის ცხადყოფს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. არასდროს მორიდებია გერმანია ამ თემაზე საუბარს და თვითონ პუტინსაც მოუწოდა, რომ მომხდარიყო საქართველოში დეოკუპაცია და აღდგენილიყო სტატუს-კვო. 2008 წელს გახსოვთ ალბათ ანგელა მერკელი იმყოფებოდა საქრთველოში, არაოფიციალურად, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მაშინ ძალიან გვჭირდებოდა. ოპონენტების მიერ ხშირად გაჟღერებული გაცხადება, თითქოს მერკელი ღია კრიტიკისგან თავს იკავებს, არის უსაფუძვლო. გერმანიასა და რუსეთს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, აქვთ ასევე საერთო ინტერესები ენერგეტიკის სფეროში. მაგრამ მიუხედავად ამისა არცერთხელ არმორიდებია გერმანია და კანცლერი საქარტველოს მხადაჭერას. საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის ამის დასტურია, რომ ის გმობს რუსეთის პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ.“-აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები