ახალი ამბები
ცხინვალი 1920 წლის მოვლენების გამო გაეროს ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას სთხოვს
სი ხალხის გენოციდისა და ერთიანობის საკითხების აღიარება იქნება მთავარი თემა ფორუმზე, რომელიც 25 აგვისტოს ცხინვალში გაიმართება.

„ოსინფორმის“ინფორმაციით, ოსი ხალხი აღნიშნულ კონგრესზე აპირებს მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გენოციდის აღიარების შესახებ, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლების პერიოდს მოიცავს.

„კავკასიის ხალხი აპირებს გამართოს კავკასიური ფორუმი დევიზით "კავკასია - ჩვენი საერთო სახლია". -აღნიშნა „სამხრეთ ოსური საერთაშორისო მოძრაობის“ თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ სერგო ყოჩიევმა.

საიუბილეო კონგრესი 25 აგვისტოს ცხინვალში, „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ახალ შენობაშია დაგეგმილი. ოსური მედიის ცნობით, მასშტაბური ღონისძიება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს ეძღვნება.

მედიის ინფორმაციით, კონგრესის გამართვის იდეა დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ეკუთვნის.

„კონგრესის ჩატარებისათვის სპეციალური კომისია შეიქმნა, საორგანიზაციო კომიტეტის შტაბი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. ბევრი მოსამზადებელი სამუშაოები იყო შესასრულებელი. სამხრეთ ოსეთის მზადაა საიუბილეო ყრილობას უმასპინძლოს.” განაცხადა აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა სერგო ყოჩიევმა.

ყრილობაზე სპეციალური ანგარიში მიეძღვნება ოსი ხალხის ერთიანობას, ბოლოდროინდელ მოვლენებსა და სამხრეთ-ოსეთის უახლეს ისტორიას, ასევე რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე -10 წლისთავს.

ყოჩიევის ინფორმაციით, კონგრესში მონაწილეობა დაადასტურეს რუსეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, დონეცკის და აფხაზეთის წარმომადგენლებმა. 

1920 წელს, საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ჯავის რაიონში ოს ბოლშევიკთა აჯანყება ჩაახშო. მენშევიკური მთავრობის პერიოდში, ეს ოსთა მესამე აჯანყება იყო, რომელსაც რუსეთის ბოლშევიკური ორგანიზაცია უმაგრებდა ზურგს. სამხედრო ოპერაცია, ოსების მხრიდან, გენოციდად შეფასდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ ცხინვალის, ჯავის, ზნაურისა და ახალგორის რაიონებს ავტონომიური ოლქის სტატუსი მიანიჭა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები