ახალი ამბები
უფლისციხე მუსიკალურ ტურნეს „პ ი ა ნ ი ნ ო“ უმასპინძლებს
31 აგვისტოს, უფლისციხეში, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი მუსიკალურ ტურნეს გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ინა კარელიძის ცნობით, ტურნეს სახელწოდებაა ,,პ ი ა ნ ი ნ ო", რომლის ფარგლებში ღია ცის ქვეშ მუსი
კით დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.

ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად.

მუსიკალურ ტურნე ,,პიანინო" კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მასშაბით, " 27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთის" ინიციატივით ეწყობა.

დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს. პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.

ფოტოზე: დავით ალადაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები