ახალი ამბები
გორში ,,ცაბაძის სკვერს" მერია 10 წლით აქირავებს
ალაქ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკვერი ქირავდება. ამის შესახებ გორის მერიამ აუქციონი22 აგვისტოს გამოაცხადა.

სკვერის საიჯარო საწყისი ქირის თანხა 1560 ლარია. პირველმა
მონაწილემ 1720 ლარი უკვე მიუთითა. აუქციონი 6 სექტემბრამდე გრძელდება.

გამარჯვებულთან 10-წლიანი ხელშეკრულება დაიდება.

გორის მერია ირწმუნება, რომ შენარჩუნებული იქნება სკვერის ფუნქცია

,,მოხდება გ. ცაბაძის სახელობის სკვერის სამხრეთ მხარეს არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სახეცვლილება სკვერის მხარეს, მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით; მოეწყობა სკვერი ისე, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს მისი დღევანდელი იერსახე და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იზრუნოს მის მოვლა-პატრონობაზე; არ მოხდეს სკვერის ტერიტორიის გამოყენება კომერციული დანიშნულებით." - აღნიშნავენ მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები