ახალი ამბები
ტრაგედიის ადგილზე ,,ორმოულის" ამოვსება დაიწყეს - ,,საგზაო" მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის
ორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვიავისა და კარალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე ,,ორმოულის" ამოვსება დაიწყეს. კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის მუშები და ბრიგადის ხელმძღვანელები დაახლოებით ერთი საათის წინ გამოჩნდნენ.

,,არ გინდა რა ეხლა მაგეების გადაღება. ხრეშითაა ამოვსებული ორმოული და ამის გამო მანქანა როგორ უნდა გადავარდნილიყო?. ეტყობა ჩქარა მოდიოდა" - გვითხრა ბრიგადის ხელმძღვანელმა იმ დროს, როდესაც ,,ორმოულის" ამოვსების პროცესს ფოტო გადავუღეთ.

ავარიის დროს დაღუპული ადამიანების ახლობლები კი აცხადებენ, რომ მანქანის გადავარდნა გზის სავალი ნაწილიდა, თანაც რამდენიმე ბრუნის შემდეგ, სწორედ, ,,ორმოულის" გამო მოხდა. საკრებულოს წევრები ძევერის თემიდან თამარ მურალოვი და სოსო მუმლაძე ამბობენ, რომ მათ გზის აღნიშნული მონაკვეთის აღდგენის თაობაზე, გაფრთხილებული ჰყავდათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, გუშინ, საღამოს, ტყვიავი-კარალეთის გზაზე ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან რამდენიმე ბრუნის შემდეგ გადავარდა. დაიღუპა ორი ქალი - ერთი ადგილზე, მეორე - საავადმყოფოში. მძღოლი კი ჰოსპიტალშია მოთავსებული. მანქანა სოფელ შერთულიდან (ძევერის თემი) მოძრაობდა. გამოძიება 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს - რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

ტრაგედია ტყვიავის გზაზე - ორმოულის გამო მანქანა ამობრუნდა

ტყვიავი-კარალეთის გზაზე ავარიისას ორი ქალი დაიღუპა


თამარ მურალოვი: ,,გავაფრთხილე, ამოავსეთ ორმო, თორემ ტრაგედია მოხდება-მეთქი"


Print

სტატიის გამოყენების პირობები