ახალი ამბები
მკვლელობა და თვითმკვლელობა სოფელ ნოსტეში - გარდაცვლილია ორი მამაკაცი
სოფელ ნოსტეში იარაღიდან გასროლას ორი მამაკაცი ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, სოფლის თავშეყრის ადგილზე, ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ შემთხვევით გასროლილი ტყვია მეზობელს და ბიძაშვილს 30-მდე ასაკის მამაკაცს მოხვდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

,,ამის შემდეგ, გაიგო რა, რომ ტყვია მეზობელს მოხვდა, თავი მოიკლა." -  შემზარავი ტრაგედია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

გამოძიებას კასპის შს სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (მკვლელობა) აწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები