ახალი ამბები
აქცია იდლეთი-კავთისხევის ,,საზღვარზე"

13.12.2014 კასპის რაიონის სოფელ იდლეთის მოსახლეობამ მცხეთა-კავთისხევი-კასპის სარაიონოთაშორისო მაგისტრალის გადაკეტვა დააპირა. ისინი სოფელ წინარეხის თემიდან იდლეთის გამოყოფას და კავთისხევის თემში მის  იურიდიულ გაერთიანებას ითხოვენ. ამის მიზეზი კავთისხევის თემში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებია. კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის სოფელში ბუნებრივი აირი გაჰყავთ. პატარა სოფელი იდლეთი კი, რომელიც კავთისხევთან, ფაქტობრივად, მიბმულია, ამ პროექტით ვერ სარგებლობს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები