ახალი ამბები
ომით დაზარალებული ახალგაზრდები გორში კონფერენციას გამართავენ
პარასკევს, 31 აგვისტოს, 13:00 საათზე გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები კონფერენციას გამართავენ. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოზარდები შინდისის თემიდან, ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებიდან გორში შეიკრიბებიან.

შეხვედრაზე ისინი სამომავლო ურთიერთობების პერპექტივებსა და პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს განიხილავენ.

კონფერენცია მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ახალგაზრდების ჩართულების გაძლიერება შიდა ქართლში“ დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს, რომელსაც ორგანიზაცია „ქართლოსი“ ახორციელებს. ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ოთხი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამების წარმომადგენელი, ასევე მეგობრობის ხიდი ქართლოსის EVS -მოხალისეები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები