ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად რეგიონებში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონებში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კანდიდატის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

„პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსმენელი და ხელისუფლებამდე იმ პრობლემების მიმტანი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ხაშურში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი გუშინ კიდევ ორ ქალაქში - ზესტაფონსა და ბორჯომში იმყოფებოდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები