ახალი ამბები
ზედაველას მინდორზე ცეცხლი დიდ ფართობზე გავრცელდა
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი უკვე ჩააქრეს. აღმოსავლეთის ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ფართობზე გავრცელდა.

უვნებლად გადარჩა ნახირი. მწყემსებმა საქონელი დროულად გადაიყვანეს იმ მხარეს, სადაც ცეცხლის კერა, ქარის მიმართულების გამო, ვერ გავრცელდებოდა.

,,ზედაველას" მინდორი დასახლებული ტერიტორიებიდან შორსაა, თუმცა ახლოსაა ტყის მასივთან. ტყისპირა ზოლი და ზედაველას მინდორი ერთმანეთს ემიჯნება.

მწყემსები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში, ქერისა და ხორბლის ყანებზე, ფერმერები ნამჯას ყოველთვის წვავდნენ, ოღონდ უსაფრთხოების ზომების დაცვით.

ამჯერად, ხანძარი ქარის გამო, საფრთხეს ბაღ-ვენახებს, ტყის მასივს უქმნიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები