ახალი ამბები
ღარიბაშვილი უნარა ჯინიყაშვილის ოჯახში

 

 

უნარა ჯინიყაშვილი ცხავერის მკვიდრია. მის სახლში უძველესი ნივთები ინახება. სამთავრობო დელეგაციას, სწორედ, მან უმასპინძლა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკუთარი ფერმა აჩვენა, სადაც ძროხებთან ერთად კამეჩებიც ჰყავს. ნაკელს კი ბიოგაზის წარმოებისთვის იყენებს. ელექტროენერგიის გარეშე ფერმისთვის ყურადღების მიქცევა ღამით ჭირდა. ამჯერად პირობები გაუუმჯობესდა. ვიზიტის დასრულებისას პრემიერ-მინისტრმა სწორედ მას უთხრა, რომ გზას მიეხედება. მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის თქმით, აღნიშნულ გზას მეტყევეები იყენებენ და დიდი მანქანების მოძრაობა აზიანებს.

 

რაც შეეხება სოფელს,  22-წლიანი პაუზის შემდეგ, 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან ელექტროენერგია აღდგა, - ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.


პრემიერი ადგილობრივებს სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და მათ ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა.


„ძნელია წარმოიდგინო, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდნენ. 10 წლის განმავლობაში ხალხს ილუზიაში აცხოვრებდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ჩვენს ხელისუფლებას დახვდა ჩაბნელებული სოფლები, სადაც ხალხს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, არ ჰქონდა წყალი და გზა. მომავალი წლის ბოლოს საქართველოში აქამდე უშუქოდ დარჩენილ ყველა სოფელს ექნება ელექტროენერგია. ჩვენ არ გავცემთ ცრუ დაპირებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


სოფელ ცხავერის ელექტრიფიცირება სამთავრობო პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში განხორციელდა.

 

საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ელექტრიფიცირების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დღეისთვის დასრულებულია 13 სოფლის ელექტრიფიცირება, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები 9 სოფელში, უახლოეს მომავალში კი ელექტროქსელის გაყვანა კიდევ 5 სოფელში დაიწყება. პარალელურად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები მუცოში, ელექტრიფიცირებისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის.

 

 
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

 
Print

სტატიის გამოყენების პირობები