ახალი ამბები
გასეირნება გორის ,,ახალბაღში" (VIDEO)
ქალაქ გორში, კულტურისა და დასვენების პარკს ,,ახალბაღი" ჰქვია. წლების მანძილზე იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახელს ატარებდა. აქ არის ატრაქციონები, შადრევნები, მინი ზოოპარკი, ასევე, მცირე მოცულობის ტბა.

ტბა 1963 წელს გაიხსნა, თუმცა 1972 წელს დაიკეტა, რადგან წყალში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო და სასწრაფოდ დაიხურა. შემდეგ, 2004 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ამჟამად, ტბაზე წყლის ველოსიპედებს აქირავებენ. ატრაქციონებზე, ველოსიპედებზე, მანქანებზე და კარუსელებზე - მომსახურება 1 ლარი ღირს.

თუმცა, ,,ახალბაღის" ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის სიმცირეს უჩივის. შორენა გამხუაშვილის ცნობით, ამის მიზეზი, ბოლო დროს, მასმედიის საშუალებებით უარყოფითი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება გახდა. მაგალითად, მისი აზრით, საკმაოდ ცუდად მოქმედებს მოსახლეობაზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ატრაქციონების ტექნიკური მდგომარეობა არაა შემოწმებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები