ახალი ამბები
ცხინვალის მედიის ცნობით, 5 ქართველი ყელის ტბასთან დააკავეს
ცხინვალის მედიის ცნობით, 28 აგვისტოს, ყელის ტბასთან, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა 5 ქართველი დააკავეს.

დაკავებულები არიან 30 წლის ბექა მაღრაძე, 29-წლის ქეთევან მაღრაძე, 26-წლის მზია გომური, 21- წლის ვახტანგ გუბელაძე და 22-წლის გი ბაღდოშვილი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებ
მა მასალები ადგილობრივ სასამართლოს უკვე გადასცეს.

ყელის ტბა ჯავის რაიონში მდებარეობს, საიდანაც სათავეს მდინარე ქსანი იღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები