ახალი ამბები
საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი გორში შეხვედრებს მართავს
საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ,,შენების
მოძრაობიდან" დღეს გორში იმყოფება. ის ამომრჩევლებს გორის საარჩევნოდ
აქტიურობისკენ მოუწოდებს.
თავდაპირველად, მოძრაობის ლიდერი რეგიონალურ ოფისში ადგილობრივ აქტივს
შეხვდა. შემდეგ კი, გორის ბაზრისკენ გადაინაცვლა.
უსუფაშვილის თქმით, არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი თანაბარი გარემოს
შექმნა ყველა კანდიდატისთვის. ყურადღებას ამახვილებს განსაკუთრებით
სახელისუფლები რესურსის გამოყენების შესაძლებლობაზე.
უსუფაშვილმა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის სურვილი 31 ივლისს
გამოთქვა. 10 აგვისტოს კი, "შენების მოძრაობის", "თავისუფალი
დემოკრატების" და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებმა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივი
საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი
დაარეგისტრირეს
სტატიის გამოყენების პირობები