ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში წელს 240 სტუდენტი ჩაირიცხა
გორის სასწავლო უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდებით, 240 სტუდენტი ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირველკურსელებს წარმატებები უკვე უსურვა. ჩარიცხულ სტუდენტებიდან რამდენი გაივლის რეგისტრაციას, ამის შესახებ, ცნობილი 13 სექტემბერს გახდება ცნობილი.

,,გორის უნივერსიტეტში გელოდებათ მრავალფეროვანი სტუდენტური დღეები, საინტერესო პროექტები და გაცვლითი პროგრამები. თქვენ იწყებთ ახალი გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პასუხისმგებლობებით აღსავსე ცხოვრებას." - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს ყოველ დღე 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 - 17:00 საათამდე.

გორის სტატიტიკის სამსახურის ცნობით, 1970-82 წლებში, გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ყოველწლიურად ირიცხებოდა 304-დან 383-მდე სტუდენტი. მაგალითად, ყველაზე ცოტა სტუდენტი ჩაირიცხა 1980-81 წლებში (304 სტუდენტი). ხოლო ყველაზე მეტი - 1974-75 წწ-ში - 383 სტუდენტით.

თუმცა, იმავე სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა რაოდენობა უფრო მეტი იყო. მაგალითად, იგივე 1980-81 სასწავლო წელს ინსტიტუტი (რომლის სამართალმემკვიდრეა გორის სასწავლო უნივერსიტეტი) დაამთავრა 398 სტუდენტმა, ხოლო 1974-75 სასწავლო წელს დაამთავრა 562 სტუდენტმა
.


ფოტოზე: სწავლის დაწყება 2017 წელს
Print

სტატიის გამოყენების პირობები