ახალი ამბები
ვინ დაასხა ბეტონი ქვაფენილზე? - პასუხისმგებლობა ,,კეთილმოწყობის" სამსახურს დააკისრეს
,,დიდების მუზეუმის" გვერდით, ქვაფენილის ნაცვლად, ბეტონის დასხმაზე, პასუხისმგებლობა ,,კეთილმოწყობის" სააგენტომ აიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრე-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბეტონს მომავალი წლიდან მოაცილებენ, მანამდე კი, ის ,,დროებით ფუნქციას" ასრულებს.

,,სამუშაოები კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა შეასრულეს და მასალაც მათ მოიტანეს. რაც შეეხება ქვიშას, ის დიდების მუზეუმისთვის კულტურის ცენტრმა შეიძინა, ერთ-ერთი ოთახის შესარემონტებლად" - აცხადებენ გორის მერიაში.

კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორს გივი კობახიძეს საშენი მასალები (ქვიშა, ცემენტი) შეძენილი არა აქვს. ხოლო კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ქვათაძემ სამშენებლო მასალები 28 აგვისტოს შეიძინა კომპანია ,,იბოლიისგან", რომლის მფლობელი 

ყოფილ გუბერნატორს კახა სამხარაძეს სურდა, რომ გივი კობახიძე ვიცე-მერი ყოფილიყო, თუმცა კოტე თავზარაშვილს გუბერნატორის შეთავაზებამდე ჰყავდა შერჩეული კანდიდატურები


თავარ ფოტოზე: გივი კობახიძე


Print

სტატიის გამოყენების პირობები