ახალი ამბები
მერიის მიერ გახსნილი ბობნევის ბანაკი კერძო პირის აღმოჩნდა
ცნობილი ხდება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში, გორის მერიას ტურისტული ბანაკი არ გააჩნია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალები მოიძია.

ტურიზმის განყოფილებამ დასასვენებელ კურორტზე, 5-დღიანი ბანაკის მოსაწყობად, 3300 ლარი კერძო მეწარმეს გადაუხადა. პროექტი 14 აგვისტოს დაიწყო და დასრულდა 19 აგვისტოს. 

ბანაკი, რომლის გახსნა ტურიზმის განყოფილებამ საზეიმოდ გამოაცხადა, 5 დღის შემდეგ, დაიხურა. ერთადერთ ნაკადში გორისა და ევრორეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა ნაწილი მოხვდა
.

გორის მერიის ტურიზმის განყოფილების ცნობით,  ,,ტურისტული სასწავლო ბანაკი ,,გზამკვლევი’’ იყო ერთ კვირიანი და მასში მონაწილეობას  მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნნივერსიტეტის და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

,,ბანაკი იწყებს გიდების მომზადებას, მათი პრაქტიკული საქმიანობა გაგრძელდება გორის მუზეუმებში. ბანაკი გაიხნება გორის მუნიციპალიტეტის მერიისდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაის ინიციატივით." - " - აღნიშნეს  ტურიზმის განყოფილებაში გახსნის დღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები