ახალი ამბები
კასპში ტესტირებაზე 11 რწმუნებული ჩაიჭრა - მარეხ ყამბეგაშვილმა ჩააბარა

 

ტესტირებაზე, ანუ მეორე ეტაპზე, 111 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დარეგისტრირებული იყო 261 ადამიანი. 100 გამგეობა 11 საკრებულო.  ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა მარეხ ყამბეგაშვილმა 46 ქულა აიღო. (ბარიერი იყო 37 ქულა). ქვემო ჭალის წარმომადგენელმა და ამავე სოფლის კიდევ ერთმა სპეციალისტმა  ვერ გადალახეს ბარიერი.

 

ტესტების სირთულეზე საუბრობენ ის აპლიკანტები, რომლებმაც, კასპის საკრებულოს მიერ დაწესებული ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. მათი თქმით ტესტები სხვა რაიონებთან შედარებით რთული იყო. ქარელის რაიონში კი ბარიერი 30 ქულა იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები