ახალი ამბები
ახალი გუბერნატორი საკონსულტაციო საბჭოს სხდომას მართავს
ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ახალი გუბენრატორი გიორგი ხოჯევანიშვილი უძღვება.

შეხვედრაზე განიხილება 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.

ასევე განიხილება, შიდა ქართლის რეგიონის 2014-2021 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის დამატება - ,,ქალაქ გორში ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა".

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი და მას რეგიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი პირები ესწრებიან.

საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში იმართება, შემდეგ კი 3 თვეში ერთხელ მაინც ხდება შეკრება.
შიდა ქართლის რეგიონში, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა 19 თებერვალს, მომდევნო კი 28 მარტს გაიმართა, შემდეგი კი 20 ივნისს.
ექს - გუბერნატორის კახა სამხარაძის ინიციატივით, საბჭოს სხდომები გასვლითი შეხვედრებით ეწყობოდა, თუმცა გიორგი ხოჯევანიშვილმა მისი გუბრნატორობის პერიოდში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გორში გამართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები