ახალი ამბები
ატენის ხეობაში ხანძარი ჩააქრეს - მეხანძრეთა ჯგუფი ღამით დანახვისის მთაზე დარჩება
ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დანახვისის მთაზე, სოფელ ველებთან, ხანძარს 50-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე მეხანძრეთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

,,ადგილზე არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები