ახალი ამბები
კასპის ქარხნების დირექტორებმა ადგილობრივი გადასახადების გადახდა დააჩქარეს
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საწარმოების ხელმძღვანელებმა ადგილობრივი გადასახადების გადახდა ვადაზე ადრე დაიწყეს. 2018 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, საწარმოთა ქონებისა და მიწის გადასახადიდან ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზებულია უკვე 1, 1 მლნ ლარი.

ადგილობრივ ბიუჯეტში შესული მიწის გადასახადის დიდი ნაწილი, უმეტესწილად, ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხებოდა, რადგან მეწარმეები მიწის გადასახადს ნოემბერში იხდიდნენ. კასპის მერია კი მის ათვისებას ვერ ახერხებდა და, შესაბამისად, თანხა სახელმწიფო ხაზინაში მიდიოდა.

,,ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს" - უთხრა 2018 წლის გაზაფხულზე მაშინდელმა გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს. გუბერნატორთან შეხვედრაზე, კასპის მერს ურჩიეს, რომ ახალციხის მაგალითი აეღო, სადაც ადგილობრივი გადასახადები წლის დასაწყისშივე გროვდება. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, მერს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს და ამ საკითხზე დაფიქრება ურჩიეს. აკაკი მაჭუტაძე მანამდე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი იყო.

როგორც 13 აგვისტოს ანგარიშით იკვეთება, 6 თვეში, ადგილობრივი გადასახადებიდან კასპის მერიას მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა დაუგროვდა. აღნიშნული თანხა გადანაწილდა შემდეგნარიად:

1.კასპის გზების სარიაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად - ღირებულება 830,0 ათასი ლარით
2. 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მოსამზადებლად - 130,0ათასი ლარი.
3. ბარებისა და სკვერების მოსაწყობად ( კონკრეტულად შარიფაშვილის და თიგიშვილის სკვერები) - 20,0 ათასი ლარით
3. მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობების თანადაფინასება - 20,0 ათასი ლარი.
4 ერთჯერადი დახმარებები მოსახლეობიასათვის ---100,0 ათასი ლარი.

საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. ხოლო, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, გადასახადს იხდის არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა (მიმდინარე გადასახდელის სახით)
.

2018 წლის 6 თვის მონაცემებით, კასპის მუნციპალიტეტისის საკუთარი შემოსავლების გეგმა 3428,1 ათასი ლარი იყო განსაზღრული, ფაქტობრივი მდგომარეობით  შემოსავალმა შეადგინა 4890,2 ათასი ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები