ახალი ამბები
გორელი ბიზნესმენები ,,შიოს წყაროს" სკვერს იჯარით ითხოვენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა, ,,შიოს წყაროს" სკვერის იჯარით გაცემის თაობაზე, მერიას სიფრთხილისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ბერიანიძემ განაცხადა, რომ უმჯობესია მერიამ მსგავსი საკითხები საკრებულოს წევრებს განსახილველად აღარ გაუგზავნოს.

სკვერების გაცემის თაობაზე,  საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემაც უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ამბობს, რომ არა მარტო გაზონების გასხვისება არ მოხდება, არამედ ხეების მოჭრის უფლებასაც არავის მისცემენ. მისი განმარტებით, ხეების ჭრის ნათელი მაგალითს ცხინვალის გზატკეცილი წარმოადგენს.

,,ჯერ კიდევ ყოფილი გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი იყო წინააღმდეგი წმინდაწყალზე გაზონის გასხვისების. როცა წავიდა რუსიშვილი თანამდებობიდან, მერე მისცეს იჯარით" - ამბობს დავით რაზმაძე.

რაც შეეხება ,,შიოს წყაროს" სკვერს, საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე კობა ბერიანიძე ამბობს, რომ ამ ტერიტორიის განკარგვა, თუნდაც იჯარით, არ მოხდება. ,,ჯობია, სკვერები დარჩეს ქალაქის ხელისუფლების დაქვემდებარებაში. არავინ იცის, იქ რის გაკეთებას აპირებენ კერძო პირები. არც ის ვიცი, ზუსტად ვინ არიან
." - აცხადებს კობა ბერიანიძე
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები