ახალი ამბები
გორში 19-წლის გოგო მტკვარში გადახტა
დღეს, საღამოს, 19-წლის გოგო მდინარეში ხიდიდან გადახტა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

შემთხვევა სადგურის დასახლებისა და სტალინის გამზირის დამაკავშირებელ ე.წ. ახალ ხიდზე მოხდა. 

პრეს-სამსახურის ცნობით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და გოგონა წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები