ახალი ამბები
ევროკავშირის გრანტით ,,ლომჭაბუკისა“ და ,,გორისციხის“ მიმდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადეს
გორში, ,,ლომჭაბუკისა“ და ,,გორისციხის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 75 დღეში დასრულდება. ტენდერი 7 სექტემბერს გამოცხადდა, ხოლო გამარჯვებული კომპანია 24-დან 29 სექტემბრამდე გამოვლინდება. გამარჯვებული კომპანია მუშაობას 2018 წლის 31 დეკემბერს დაასრულებს.

საპროექტო ორგანიზაცია ,,ჯეოჰაუსმა“ უკვე დაამთავრდა პროექტის ვიზულიზაციაზე მუშაობა. სწორედ, ,,ჯეოჰაუზის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით მოხდება ლომჭაბუკისა და გორისციხის მიმდებარე ტერიტორიის (ბილიკების) რეაბილიტაცია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ ეტაპზე, 550 000 ლარი დაიხარჯება ,,26 მაისის სახელობის“ სკვერის (იგივე ლომჭაბუკი) და ამ სკვერში არსებული შენობის სარეაბილიტაციოდ; ასევე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ ავტოპარკინგი და გორის ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი ფეხით სავალი ბილიკები მოეწყობა.

პროექტი მასშტაბურია და მოთხოვნილების მიხედვით, ის ისეთმა კომპანიამ უნდა განახორციელოს, რომელსაც ანალოგიური სამუშაოებზე გამოცდილება აქვს. ასევე, უნდა წარადგინოს შესაბამისი სპეციალისტების შესახებ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. ევროკავშირის თანხა გორის მერიის ბიუჯეტის მეშვეობით დაიხარჯება.

2017 წელს, ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს.

28-თვიანი პროექტი 2020 წელს დასრულდება. მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წარმოდგინეთ იმ ფოტოსურათებს, რომელიც 75დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ,,ლომჭაბუკის“ (გამარჯვების მემორიალი) ტერიტორიას და გორისციხის ასასვლელ ბილიკებს ასახავს
.














Print

სტატიის გამოყენების პირობები