ახალი ამბები
გორის მერია სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს საცხოვრებლად კონტეინერებს გადასცემს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურ დაუცველებს კონტეინერებს შეუძენენ. ამის თაობზე მერიამ 17 200 ლარი გამოიყო.

ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის, ტარიელ მაისურაძის ცნობით, ოჯახებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლები შეარჩევენ.

ამ ეტაპზე, მერიამ სამი ბენეფიციარი შეარჩია. კრიტერიუმების მიხედვით, აღნიშნული პირები სრულად აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რაც მერიის სოციალური დახმარების გაცემის წესშია აღნიშნული.

ასაწყობი კონტეინერები უახლოეს დღეებში გადაეცემა მიმღებ პირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები