კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დოესში,
გრაკალში, მეტეხსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამის მიზეზი ჭექა-ქუხილი გახდა.
ენერგოკომპანიის წარმომადგენლის ცნობით, დაზიანდა სოფელ დოესთან
მდებარე ქვესადგურის ხაზები, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე
მიმდინარეობს.
კომპანიის ელექტრიკოსები ფიქრობენ, რომ დენის მიწოდება დღის ბოლომდე
აღდგება.
სტატიის გამოყენების პირობები