ახალი ამბები
,,თვითმმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგის" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
2018 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოება „ბილიკისა“ და ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ მიერ პროექტის „თვითმმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტის მიზანია, განხორციელებულიყო თვითმმართველობის მონიტორინგი საზოგადოებრივი ჩართულობის, საზოგადოებასთან სიახლოვის კუთხით. პროექტის განხორციელების მიზნობრივ არეალს კი წარმოადგენდა გორის მუნიციპალიტეტი.

პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან ადგილობრივი სამოქალაქო, სამთავრობო სექტორის და მედია საშუალებების წარმომადგენლები.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში 110-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა, გაიცა 79 გრანტი, რომლითაც სარგებლობს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები