ახალი ამბები
,,დილას" სტადიონზე 2005-06 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ტურნირი ტარდება
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ტრადიციული ტურნირი იმართება, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა 8 გუნდი იღებს მონაწილობას.

ტურნირი 10 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბერს დასრულდა.

ფეხბურთის ფედერაციაში წილისურის შედეგად , 8 გუნდი A და B 4 გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა.

A ჯგუფი

გორის ”გორი”

რუსთავის ”რუსთავი”

თბილისის ”ავაზა”

თბილისის ”ლოკომოტივი”

B ჯგუფი

გორის ”დილა”

თბილისის ”დინამო”

ბათუმის ”დინამო”

თბილისის ”საბურთალო”

დღესვე გახდა ცნობილი ტურნირის კალენდარიც


11 – სექტემბერი

,,რუსთავი”- ”გორი”10:30
”ლოკომოტივი”- ”ავაზა” 16:30
”ბათუმი”-საბურთალო” 12:00
”დინამო”-”დილა” 18:00

12 სექტემბერი

”რუსთავი”-”ლოკომოტივი” 10:30
”დინამო”-”ბათუმი” 12:00
”გორი”-”ავაზა”16:30
”დილა”-”საბურთალო”

ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩები კი 13 სექტემბერს გაიმართება.

ჯგუფის პირველ ადგილოსნები პირდაპირ ფინალში დაუპირსპირდებიან ერთმანეთს, ხოლო ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდები, მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

ტურნირის გახსნით და ფინალურ შეხვედრებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, ამავე სტადიონზე შედგება მატჩი მესამე ადგილისთვის.

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გარდამავალი თასით. ასევე დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები