ახალი ამბები
დეპუტატ მაკრახიძეს ცხოველების თავშესაფარში სამი კონტეინერის მიტანაზე დაპირება არ ახსოვს
გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ვერ იხსენებს ვის ან როდის შეპირდა მიუსაფარი ცხოვრელების თავშესაფარში სამი კონტეინერის მიტანას. ამ საკითხით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 6 თვის შემდეგ დაინტერედა და იოსებ მაკრახიძეს ამ საკითხის განხილვის პერიოდში საკრებულოს წევრის, ლია ჩლაჩიძის განცხადება შეახსენა.

ის მიმდინარე წლის მარტში ამბობდა, რომ დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გორის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, ლაბორატორიის მოსაწყობად და ადმინისტრაციისთვის, სამ კონტეინერს მიიტანდა, თუმცა მსგავსი დაპირების გახსენება თავად მაკრახიძეს დღეს უჭირს.

„არ ვიცი რა კონტეინერებზეა საუბარი, არ ვამბობ, რომ არ მითქვამს, ვერც იმას ვიტყვი ვერც ამას, უბრალოდ არ მახსენდება თუ მსგავსი რამე ვინმეს შევპირდი. ან სად მაქვს კონტეინერი საიდან უნდა მიმეტანა ვინ გითხრათ რომ მე ეს ვინმეს შევპირდი?“-ამბობს იოსებ მაკრახიძე.

საკრებულოს წევრი ლია ჩლაციძე იმ პერიოდში ასევე აღნიშნავდა, რომ თავშესაფრის დაფინანსება, (წელიწადში 100 000 ლარი), დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საკმაოდ მცირეა, შესაბამისად, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, რომელსაც მისივე თქმით სერიოზული მონიტორინგი უნდა გაეწიოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები