ახალი ამბები
ქალაქის ცენტრში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სათვალთვალო კამერებს დაამონტაჟებენ
ქალაქის ცენტრში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების გასუთავების შემდეგ იგეგმება სათვალთვალო კამერების დამონტაჟება.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სტალინის ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ფილების გამოცვლა და ახალი სანათების მონტაჟი.

იხილეთ ამავე თემაზე: გორში პარლამენტარის კომპანიისგან ქვიშა იყიდეს და ქვაფენილი ბეტონით ამოავსეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები