ახალი ამბები
ახალი სასწავლო წლიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი ,,უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, რაც გულისხმობს იმავე სქესის მანდატურს, რომელიც მოსწავლეს სკოლაში შესვლის დროს შეამოწმებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება სკოლაში უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება.

სიახლეა ისიც, რომ ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი გაკვეთილების ხანგძლივობა 5 წუთით მცირდება. საჯარო სკოლაში მე-3-დან მე-12 კლასის ჩათვლით  გაკვეთილის დრო 45 წუთით განისაზღვრება. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგძლივობა 35 წუთი იქნება, ხოლო მე-2 კლასში 40.

ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული, განახლებული დაბეჭდილი წიგნები და რვეულები. გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხიც. საბეჭდი ქაღალდი გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები