ახალი ამბები
14 სექტემბერს ,,ახალბაღში“ ფილმის ჩვენება გაიმართება
14 სექტემბერს, 20:00 საათზე, გორის კულტურისა და დასვენების პარკში (ახალბაღი), ღია ცის ქვეშ მოეწყობა ფილმის ჩვენება.

ფილმი სახელწოდებით „მცოცავი საზღვრები“ ასახავს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას: მის გავლენას ე.წ. საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე და მათზე, ვისაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.

“მცოცავი საზღვრები” შეიქმნა თაკო რობაქიძის მიერ მაგნუმის ფონდის მხარდაჭერით ფოტოგრაფიისა და სოციალური სამართლიანობის პროგრამის ფარგლებში.

ფილმის ჩვენება დაიწყება 20:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები