ახალი ამბები
ხელთუბნელები პროტესტის ნიშნად მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ
დღეს, დილიდან, სოფელ ხელთუბანში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივები თანასოფლელის,  თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების თაობაზე, ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

თავდაპირველად, ისინი სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. საგამოძიებო ორგანოებს აქტიურობისკენ მოუწოდეს. შემდეგ კი, მთავარი მაგისტრალისკენ გადაინაცვლეს. მანამდე, სოფელი ბერბუკი უნდა გაიარონ.

შეგახსენებთ, გარდაცვლილის მამამ მომხდარი ფაქტიდან მეორე დღესვე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ მისი შვილი მოკლულია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები