ახალი ამბები
სოსო ვახტანგაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში წაიკითხავს. სოსო ვახტანგაშვილმა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის მიერ პროფესორის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით უნივერსიტეტისთვის მისაღები კანდიდატი აღმოჩნდა. მისი სადისერტაციო ნაშრომელბი სწორედ კონფლიქტების საკითხს მოიცავს, დოქტორის ხარისხიც მას სწორედ ამ ამ თემისთვის მიენიჭა. პროფესორი ფიქრობს, რომ აღნიშნული მიმართულებით მისი ცოდნა და გამოცდილება ახალი თაობის სწორად ინფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

„ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელიც თეორიასთან ერთად მაქვს მიღებული მინდა, რომ გავუზიარო სტუდენტებს, რომლებსაც ჩვენ მემკვიდრეობით დავუტოვეთ კონფლიქტები, რომლებიც ადრე თუ გვიან უნდა გადაიჭრას. არა თუ ახალ თაობას არ აქვს სწორი და ზუსტი ინფორმაცია კონფლიქტებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ დონეზე, მათ შორის ხელისუფლებაშიც არ იცის ბევრმა, ამ საკითხთან სწორი მიდგომები როგორ უნდა ჩამოყალიბდეს. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც რეალური წარმოდგენა აქვს საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში. ვფიქრობ ბევრი არ არის საქართველოში ისეთი ადამიანი, ვინც ამ თემებში არის განსწალული და პროფესიონალი. ვფიქრობ, ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მე გამაჩნია, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ აპირებენ ჩვენი ქვეყნისთვის უმტკივნეულესი თემით დაინტერესებას. რა თქმა უნდა გადავცემ ყველანაირ ინფორმაციას, რაც მე დამიგროვდა ამ დროის განმავლობაში. დისკუსიისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თემა სტუდენტური სემინარებისა თუ ლექციების დროს.“- ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები