ახალი ამბები
ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გორელი მოჭიდავე იასპარეზებს
შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი იმ გორელ ძიუდოისტებს შეხვდნენ, რომლებიც 20–27 სექტემბერს ბაქოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი გამოვლენ. სამივე სპორტსმენი შეჯიბრების წინ მშობლიურ დარბაზში გადის დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას.

შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მერი სპორტსმენების ვარჯიშს გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში დაესწრნენ. მათ წარმატებები უსურვეს სპორტსმენებ და ისაუბრეს გორში ძიუდოს კლუბის შექმნის საკითხზე, რომლიც ევროპის საკლუბო ჩემპიონატში შეძლებს ასპარეზობას და სადაც სწორედ ტიტულოვანი გორელი ძიუდოისტები იასპარეზებენ.

გორელი ძიუდოისტები ბაქოში ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს გაემგზავრებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები