ახალი ამბები
დავით რაზმაძე ბოდიშს იხდის
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ბოდიშს უხდის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს.

ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, გორის ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს,  უნდა გამოეჩინა მოთმინება არა თუ თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, არამედ ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

დავით რაზმაძემ და ზაზა სარალიძემ გორის ცენტრში ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზაზა სარალიძე გორში ხელთუბნელების მიერ გამართულ აქციაზე ჩავიდა, სადაც 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 19-წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისიდან ჩასულ მხარდამჭერებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მართულები უწოდა. რასაც შეკამათება მოჰყვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები