ახალი ამბები
პატრულისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
2018 წლის 14 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა 1955 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც პატრულის თანამშრომლებს ქრთამს აძლევდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. სომხეთის მოქალაქე, თავდაპირველად, დუშეთის რაიონის სოფელ ნადიბაანთან (ფასანაური-გუდაურის მონაკვეთი) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს.

,,საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და მისი არსის განმარტების მიცემამდე მოქალაქემ პატრულის თანამშრომლებს - კუპრაშვილს და ხაბალაშვილს ქრთამის სახით 10 ლარი მისცა" - აღნიშნულია პროკურატურის ბრალდებაში.

ბრალდებულს იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომელი მაია გაგლოშვილი იცავდა. მისი თქმით, საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როდესაც დაკავებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა:

პროკურატურამ სომხეთის მოქალაქესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, მძღოლს ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ნივთმტკიცებად ამოღებული 10 ლარის კონფისკაცია მოახდინეს. ბრალდებული გაათავისუფლეს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები