ახალი ამბები
ქალმა შეაგინა გორის პატრულის თანამშრომლებს და დააკავეს
დღეს, გორში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ქალი დააკავეს. პატრულის ეკიპაჟის წევრების განცხადებით, ქალბატონმა მათ შეაგინა. დაკავებული მოქალაქე აღმოჩნდა სპორტსმენი.

დაკავების შესახებ პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწერეს. ქალბატონი ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, შემდეგ - სასამართლოში.  

მოსამართლე დავით პაპუაშვილი, რომელიც გორის სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს, ხაშურიდან საგანგებოდ გამოიძახეს, თუმცა მორიგე მოსამართლე სხვა იყო. მან, საქმის განხილვის შემდეგ, დაკავებულს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, გაფრთხილების გარდა, ფულად ჯარიმასაც ითვალისწინებს. 

სასამართლო პროცესზე, დაკავებულის ახლობლებსა და მხარდამჭერებს შორის, სამოქალაქო ფორმიანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიდან პროცესზე, მხოლოდ, ოქმის გამომწერი იყო წარდგენილი. 

პროცესის დასრულების შემდეგ, სამართალდამრღვევის ახლობლები პატრულის თანამშრომელს შერიგების ნიშნად ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობნენ
. როგორც ირკვევა, ქალბატონი პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმას არ ეთანხმებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები