ახალი ამბები
ხოვლეში მოჭიდავე და შინმოუსვლელი ჯარისკაცის მემორიალური ტურნირი გაიმართა
2018 წლის 15 სექტემბერს, სოფელ ხოვლეში ნახევრადღია საჭიდაო არენაზე ჩატარდა წარსულში ცნობილი მოჭიდავის, მე-2 მსოფლიო ომის შინმოუსვლელი ჯარისკაცის - სულიკო კოშაძის - ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჭაბუკთა შორის. საჭიდაო არენა, სწორედ, გამარჯვების დღეს - 1987 წლის 9 მაისსა გახსნილი.

შეჯიბრების ორგანიზატორი იყო კასპის სპორტკომპლექსის დირექცია (დირექტორი გიორგი ნიპარიშვილი), მხარდამჭერი - სოფლის თემი (გამგებელი ბაჩო ხუციშვილი). ტურნირს ვეტერანები დაესწრნენ, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი.

ყველაზე ტექნიკური მონაწილის სპეციალური პრიზით  ხოვლელი მოჭიდავე, ცოტნე ბახტაძე დააჯილდოვეს.  11-ვე წონით კატეგორიაში გამარჯვებულებსა და პრიზიორებს გადაეცათ დიპლომები და მედლები.

2018 წლის 15 სექტემბრის რაიონის ჭაბუკ მოჭიდავეთა ხოვლის ტურნირის კვარცხლბეკზე დადგნენ:

30 კგ-მდე წონითი კატეგორია - 1. გიორგი ფავლენიშვილი (ლამისყანა), 2. მერაბ კაფიგრანოვი (ხოვლე), 3. ლუკა შარიფაშვილი (მეტეხი);

35 - 1. თორნიკე გორჯოლაძე (ქვემო ჭალა), 2. ნიკა გელხაური (მეტეხი), 3. ბექა ქამხაძე (ზემო ხანდაკი);

38 - 1. ცოტნე ბახტაძე (ხოვლე), 2. ვაკო ბერიაშვილი (თელიანი), 3. ოთარ გოდერძიშვილი (თელიანი);

42 - 1. გიორგი ხიზამბარელი (ნიაბი), 2. ცეზარ ნაგელიშვილი (თელიანი), 3. გიორგი კოშაძე (ხოვლე);

46 - ლევან მამულაშვილი (თელიანი), 2. გიგა გელაშვილი (ხოვლე), 3. ვახტანგ გოგიაშვილი (ზემო ხანდაკი);

50 - 1. სანდრო ახლოური (კასპი), 2. კახა ხინიზოვი (მეტეხი), 3. დათო ნინიკაშვილი (ქვემო გომი);

55 - 1. ვალერი მღებრიშვილი (მეტეხი), 2. ნუგზარ გელხაური (მეტეხი), 3. ლუკა ფეიქრიშვილი (აღაიანი);

60 - 1. სოსო ჟივიძე (მეტეხი), 2. ჯაბა ახალკაცი (დოესი), 3. გიგა გრიალაშვილი (ხოვლე);

66 - 1. ლუკა შეშაბერიძე (კავთისხევი), 2. ნიკა გელაშვილი (ხოვლე), 3. სულიკო ახალკაცი (დოესი);

70 - 1. ნიკა მაისურაძე (აღაიანი), 2. ფრიდონ მჭელიშვილი ( (მეტეხი), 3. ალექსანდრე მარიდაშვილი (ქვემო გომი);

+70 - 1. ირაკლი დემეტრაშვილი (თელიანი), 2.გიორგი ხინიზოვი (მეტეხი), 3. დავით ხოდელი (აღაიანი)


Print

სტატიის გამოყენების პირობები