ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში წელს 1570 პირველკლასელი მიიღეს
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მშობლიურ მე-11 სკოლას ესტუმრა.

მისი თქმით, ამ სკოლას ბევრი ღირსეული მოქალაქე აღიზარდა. მან პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 1570 პირველკლასელი მიიღეს. ახალი სკოლა გაიხსნა სოფელ თორტიზაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები